09:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 12:15:09, 1008 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ სამუშაოების მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ბათუმში, სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდა და მასშტაბურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მიაწოდა. შეხვედრის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა პირებმა დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის სურვილი გამოთქვეს. ადგილზევე მოხდა მათთვის ვაკანსიების შეთავაზება. 
სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პირველი მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში 17 000-ზე მეტი ვაკანსიაა.  ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და  300 ლარს შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics