|
2022-03-19 17:27:23, 940 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 3 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში. მათივე ინფომრაციით, გზის გაწმენდის პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. შესაბამისი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საჭიროებისამებრ გაგრძელდება. "პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ - 2 61 90 50, ასევე მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22." - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)