|
2022-03-19 17:01:48, 1056 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. "ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას. ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22." - ნათქვამია ინფორმაციაში. დედაქალაქის მასშტაბით, გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)