|
2022-03-18 15:51:59, 1208 ნახვა
საზოგადოება
ომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა
მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. მხარეებმა იმსჯელეს განსახორციელებელ ცვლილებებზეც. „საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო შრომის ინსპექციის სამსახურის ზოგადი ანგარიში და სამომავლო გეგმები. მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პარლამეტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)