|
2022-03-18 15:45:16, 876 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საქართველოსთვის მტრული, მოღალატეობრივი საკითხი ვერ გააქტუალურდა, ამიტომ იყო გვარამიას გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ
საქართველოსთვის მტრული, მოღალატეობრივი საკითხი ვერ გააქტუალურდა, ამიტომ იყო გვარამიას გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას მიერ, მისი მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ იყო ნიკა გვარამიას გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მათი ერთადერთი მიზანია, სააკაშვილის, თემის აქტუალიზაცია მოხდეს, ბელადის რომელიც ბრაზდება იმის გამო, რომ მისი საკითხი ცოტა გვერდზე გაიწია. „რაც შეეხება თქვენს არხს, ერთი რამე გადაეცით თქვენს ხელმძღვანელს, გუშინ მაჩვენეს ვიდეო, სადაც მუქარას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მუქარის აღქმა ცოტა ძნელია, დრამაქვინი გვარამია რომ დაგემუქრება, კაცი რომ დაგემუქრება, როგორც მინიმუმ არ უნდა გაგეცინოს, აქედან გამომდინარე რა უნდა არ ვიცი. პრინციპში, მისი მიზანი გასაგებია, როგორც ჩანს, ის დარწმუნდა, რომ თავის ე.წ. „ნიუსრუმშიც“ კი მიხვდა ბევრი ადამიანი, რომ მისი პროპაგანდა ემსახურება მოღალატეობრივ მიზნებს. ეს გაფრთხილება ჩემს მიმართ კი არ იყო, თქვენს მიმართ იყო, რომ ნუ ელაპარაკებით ამ ხალხს, განსაკუთრებით მამუკა მდინარაძეს, თუ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც გეუბნებიან სიმართლეს. რადგან მას კომპლექსი აქვს ამის, რომ კამერის მიღმა არ ვუთხრა სიმართლე რომელიმე თქვენგანს, კამერის წინ გეტყვით ყოველთვის, გუშინ რა კითხვის დასმასაც აპირებდით თქვენ და რა საკითხის წამოწევასაც, არ ვიცი, კიდევ თუ გაბედავთ, ის არის საქართველოს ღალატი და როგორც კი ამ კითხვას დამისვამთ, იმ წუთას დაგიმტკიცებთ, რომ ეს არის საქართველოს ღალატი ყველა მოქალაქისთვის მარტივად გასაგებ ენაზე. სხვათა შორის, რა კითხვაზეც მე გუშინ „მთავარ არხს“ მივუთითე, მათი ხელმძღვანელი რომ გადაირია, რაღაც სიტყვებს ისროდა, თვითონ არ იცოდა რას, მათმა ბელადმა სასამართლოში თქვა რაღაც, რისი აქტუალიზაციაც ვერ მოხდა, წმინდა წყლის ოკუპაციური, ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივი ნარატივი, ამიტომ იყვნენ გაგიჟებული, რომ ის მოღალატეობრივი, საქართველოსთვის მტრული საკითხი ვერ გააქტუალურდა, ამის შესახებ კითხვაც კი ვერ დაისვა საქართველოს პარლამენტში იმიტომ რომ, თავისივე ჟურნალისტები მიხვდნენ, რა მტრობასთან და უბედურებასთან გვქონდა საქმე, შესაბამისად, ამიტომ იყო მისი გაცხარება და დრამაქვინობა გუშინ. ეგ იყო ერადერთი, ანუ, სააკაშვილის, ბელადის მითითებების არ და ვერ დამორჩილება არის მათი ქმედების საფუძველი 90 პროცენტის შემთხვევაში, ეს არის მარტივი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)