04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 11:13:50, 1362 ნახვა

რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 4 კმ სიგრძის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხის  4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

„სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურის, გომისა და აგარების 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც  ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი  და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები  მარტის ბოლოს  დასრულდება.“ - ნათქვამია ინფრმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics