|
2022-03-16 11:10:34, 584 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, პირადად ელჩს და მის გუნდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატებები უკვე სახეზეა. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ ამ გზაზე. ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული წარმოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად წინსვლა არსებობს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. მისასალმებელია საქართველოს ამბიცია, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს ქვეყანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის, საძოვრებისა და მიწის მართვის საკითხებს, სატყეო სექტორის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ტყის ახალ კოდექსს, ტექნიკური დახმარების პროექტებსა და სავაჭრო ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)