|
2022-03-15 13:52:25, 640 ნახვა
საზოგადოება
ჯაბა სირბილაძემ ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს შეხვდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოში გამართულ მიღებაზე ინდივიდუალურად განიხილეს ყველა იმ ოჯახის საკითხი, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გააჩნდათ. "დევნილ ვეტერანთა ოჯახებს, რომლებსაც განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ შესაძლებლობა აქვთ, ბინა თავად მოიძიონ. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში. ამასთან, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის საკითხზე." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)