12:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 21:59:54, 750 ნახვა

საზოგადოება
ნატა კვაჭანტირაძე - ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება

„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი ხედვები, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამომავლოდ გააქტიურება. ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნატა კვაჭანტირაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებმა დარგის არსებულ ვითარებასა და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, მინისტრის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი მარკეტინგული ბაზრების მოძიებასა და იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ტურიზმს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics