|
2022-03-11 21:56:03, 686 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - EBRD-მ შეაჩერა მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება
„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია იუწყება. „საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ EBRD-მ შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება. EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს "მეტროვაგონმაში", თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია. რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მას საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)