12:30 - 26 Jul, 2026
|
2022-03-11 17:22:03, 709 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტამ, უკრაინისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო
საქართველოს ფოსტამ, უკრაინისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთის მობილიზების პროცესში, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო და კერძო სექტორი. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი საკვების, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)