03:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 11:21:27, 784 ნახვა

მსოფლიო
მარიუპოლის მერი: გადავიტანეთი ორი ჯოჯოხეთური დღე, არმაგედონი, რომელიც რუსულ-ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყეს

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ქალაქში არსებული კატასტროფული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა.

მისი თქმით, რუსული ჯარები დაბომბავს საცხოვრებელ უბნებზე ახორციელებენ  და ხელს უშლიან მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

"დღეს არის ომის მე-15 დღე კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ გადავიტანეთი ორი ჯოჯოხეთური დღე, არმაგედონი, რომელიც რუსულ-ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყეს. ისინი უმოწყალოდ ისვრიან აკრძალული იარაღიდან. ეს არის გენოციდი, რომელსაც რუსული არმია აკეთებს. ოკუპანტებმა ტერორისტი პუტინის მეთაურობით მშვიდობიანი მარიუპოლის წინააღმდეგ ომი მოაწყვეს“, - განაცხადა მერმა.

მისი თქმით, ოკუპანტებს ტყვედ მარიუპოლის 400 000 მხცოვრები ჰყავთ, რომლებიც ყოველდღე ჰუმანიტარული დერეფნებს ელოდებიან. მანვე დასძინა, რომ უკვე მეექვსე დღეა, ჰუმანიტარული ტვირთი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლამდე ვერ აღწევს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics