|
2022-03-09 10:58:04, 962 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს
„ლარის კურსის დღევანდელი გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით. ჩვენ ვთანხმდებით ეკონომიკურ გუნდში, მათ შორის ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჯერჯერობით, არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა „ტვ იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელსაც სჭირდება სტაბილური გარემო და სტაბილურობა აისახება, მათ შორის, ეროვნული ვალუტის სიმყარზეც და მის გაუფასურებაზეც. „ჩვენ გვესმის, რომ ალბათ ბევრი პანიკური მოვლენა იყო და ამ შემთხვევაში ძირითადად და სამწუხაროდ, ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, ასევე ბიზნეს-აქტორები. რეგიონში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევა არის - რთული ვითარება, საომარი პირობები, მძიმე სანქციები და ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც - სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები - 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმშვიდისკენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გარშემო არსებულ პანიკას არ აყვნენ, რადგან ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი ძალიან ჯანსაღი და მყარია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)