|
2022-03-07 21:16:43, 808 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, მიენიჭოს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება
„მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. აღნიშნული მიმართვის მიზეზად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, რამეთუ უკრაინელი ხალხის ბრძოლა, საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის. „დღეს, უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, დამიზნებით ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს, წვავს ბაღებსა და სკოლებს. პუტინის რეჟიმი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, რათა იმპერიალისტური სურვილები დაიკმაყოფილოს, მსოფლიოს თავს მოახვიოს გავლენის სფეროები, სახეცვლილი საბჭოთა კავშირის სახით აღადგინოს ბოროტების იმპერია და მეზობელ ერებს წარმატებისა და ბედნიერების შესაძლებლობა წაართვას. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მძიმე ვითარება, 2008 წელს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული არმია იყო თავისუფლების სადარაჯოზე. დღეს, უკრაინაში წყდება როგორი იქნება სამყარო შემდგომ ათწლეულებში - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების ნავსაყუდელი, თუ ბოროტების, ძალმომრეობის და დიქტატურის ასპარეზი. ამ ღირებულებითი ბრძოლის წინა ხაზზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გმირი უკრაინელი ხალხია. პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც - ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია. საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი. ჩვენ კი, ჩვენის მხივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)