|
2022-03-02 15:08:32, 890 ნახვა
მსოფლიო
კრემლი - რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა. დიმიტრი პესკოვის თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად ვლადიმერ მედინსკი რჩება. პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით არსებობს „კონტრასტული ინფორმაციის გარკვეული ელემენტები". მანამდე, რუსული საინფორმაციო სააგენტოების წყაროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიმართოს, რადგან უკრაინულ მხარეს მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია. ამავდროულად, წყაროებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა და ისინი შესაძლოა, კვირის ბოლომდე მიმდინარეობდეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)