|
2022-03-01 16:29:29, 746 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსული ჯარები დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე არ ახორციელებენ
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. - ინფორმაციას BBC ავრცელებს. "რუსეთი კვლავ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ვლადიმირ პუტინსა და ზელენსკის შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება. კრემლში ცნობილია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა, მაგრამ შეფასების გაკეთება ნაადრევია. ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქმის გახსნის საფუძველი არ არსებობს. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, ამიტომ უკრაინის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან. პესკოვს არ აქვს მონაცემები უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ." - აცხადებს პესკოვი. ამასთან Tass-ის ცნობით, პესკოვის უარყოფს ფაქტს, რომ რუსული ჯარები უკრაინაში ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე დარტყმას არ ახორციელებდნენ. "რუსული ჯარები სპეცოპერაციის დროს არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე. ეს გამორიცხულია", - განაცხადა პესკოვმა კითვაზე იცოდა თუ არა კრემლმა სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)