|
2022-03-01 14:40:11, 748 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში!“ - თბილისში მყოფ უკრაინელ ტურისტებს პროკურატურის თანამშრომლები სტუმრობდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში უფასოდ განთავდნენ. უკრაინელი ტურისტების ნაწილი სასტუმრო "თბილისი ცენტრალში" არიან განთავსებული, სადაც დღეს გენერალური პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ უკრაინის მოქალაქეებს ტკბილეული და თანამშრომლების მიერ შეგროვილი თანხა გადასცეს. როგორც სოციალურ ქსელში პროკურატურის თანამშრომლები წერენ, შეხვედრა თბილი და ემოციური იყო. "დარწმუნებული ვარ. მალე მშვიდობით დაბრუნდებიან გამარჯვებულ და თავისუფალ სამშობლოში, ჩვენ კი მანამ მათ გვერდზე ვართ და არ მივატოვებთ განსაცდელში! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს" - წერს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)