|
2022-02-28 19:50:39, 852 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებასა და საპროცესოზე განცხადება გააკეთა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში, რის მიზეზადაც აღნიშნული საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესში ყოფნა დასახელდა. „...გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ. ასევე, გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატებს დართო სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. ადვოკატებს შეუფერხებლად ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე. ისინი რამდენჯერმე იყვნენ გამოცხადებულნი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და გაეცნენ როგორც წერილობით მასალებს, ასევე ვიდეოჩანაწერებს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა მიღებული არ არის თითქმის არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა (გარდა ერთისა), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული გამოსაკვლევი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)