|
2022-02-28 18:30:21, 565 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ
"თიბისის" გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას თიბისი ბანკი თავად დაფარავს. პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა. შეღავათით სარგებლობა თიბისის ფილიალებსა და ინტერნეტბანკშია შესაძლებელი. საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის, მომხმარებლებმა შესაბამისი აღნიშვნა - (Sha) უნდა აირჩიონ. "თიბისიმ" უკვე შექმნა ადგილობრივი საბანკო ანგარიშიც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად. თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ამ ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისიმ, თავის მხრივ, 200,000 ლარი გამოყო ფონდში გადასარიცხად. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.
ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007 მიმღები: ააიპ თიბისელები დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001 მიმღები: NNLE TIBISELEBI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)