14:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 11:24:28, 832 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში ჩავიდა და უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთის დელეგაცია ბელორუსიაში ჩავიდა და მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ჩავიდა ბელორუსიაში უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics