17:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 17:47:21, 801 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლების მიერ უკრაინის მიმართულებით ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხული თანხების საკომისიოს სრულად დაფარავს

“თიბისი“ ბანკის გადაწყვეტილებით, „თიბისის“ მომხმარებლების მიერ უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე, ქველმოქმედების დანიშნულებით გადარიცხული თანხების საკომისიოს ბანკი თავად დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებობს ალბათობა, შექმნილი ვითარება გამოყენებულ იქნეს თაღლითების მიერ, ასევე ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ანგარიში. „ჩვენი რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში საქველმოქმედო ფონდის შესაბამისი აღნიშვნა - ქველმოქმედება/Donation გამოიყენონ. ამ ანგარიშზე გადარიცხულ თანხაზე ჩამოჭრილი საკომისიო თიბისის მომხმარებლებს უკან დაუბრუნდებათ. ციფრული არხებით გადარიცხვისას მომხმარებლებს ვურჩევთ, მიუთითონ შესაბამისი აღნიშვნა - (Sha). არსებობს ალბათობა, შექმნილი ვითარება გამოყენებულ იქნეს თაღლითების მიერ, ასევე ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ანგარიში. მომხმარებლების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს ვურჩევთ, დარწმუნდნენ მონაცემების ნამდვილობაში და გამოიყენონ უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული საბანკო ანგარიშები.

შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მიმღებმა თანხა სრულად ვერ მიიღოს, რაც დაკავშირებულია შუამავალი ბანკების საკომისიო გადასახადთან. ასეთ შემთხვევებზე სს „თიბისი ბანკი“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალური ანგარიშის ნომერი:

Bank of Beneficiary: National Bank of Ukraine,

SWIFT: NBUAUAUX

Beneficiary Account Number: UA843000010000000047330992708

Beneficiary: National Bank of Ukraine“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics