|
2022-02-23 15:25:25, 688 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები რვა უსახლკარო ოჯახს გადასცა
თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დააკმაყოფილა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა. „დავიწყეთ უსახლკაროების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. დაახლოებით 400-მდე ამ სტატუსის მატარებელი ოჯახი გვყავს და ჩვენი დაპირება არის ის, რომ ყველა მათგანი დაკმაყოფილდეს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, 8 ოჯახს გადაეცეს ბინები. წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ოჯახი დაკმაყოფილდება - დაახლოებით, 60-ზე მეტი. მინდა, კვიჟინაძეების ოჯახს მივულოცო დღევანდელი დღე. ის სიხარული, რაც მათ აქვთ, გასაზიარებელია. როგორც ქალაქის მერი, დღეს, მათთან ერთად ბედნიერი ვარ“, - განაცხადა კახა კალაძემ. უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)