23:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 13:15:32, 589 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს დაფიქრების დღეა, და ნუთუ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ იქნეს დაყენებული. 

„დღეს რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს. მაგრამ ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე...

ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს; ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics