|
2022-02-22 13:58:38, 1067 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - უწყების შენობის რეალიზაცია არ იგეგმება, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურის შენობის რეალიზაციასთან დაკავშირებით ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის განმარტებით, უწყების შენობის რეალიზაცია არ იგეგმება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. "საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, მორიგ დეზინფორმაციას, თითქოსდა უწყება საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაციას აპირებს და მიუხედავად ამისა, აღნიშნული შენობის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს. კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაცია არ იგეგმება. ვადასტურებთ, რომ გამოცხადებულია ტენდერი აღნიშნული შენობის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რადგან 2005 წლის შემდეგ, აღნიშნულ სართულზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა და პროკურატურა გეგმაზომიერ შიდა განახლებას აწარმოებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში. რაც შეეხება პროკურატურის ახალ შენობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 იანვარს გაავრცელა განცხადება ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე, აღნიშნული ფაქტით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება. კიდევ ერთხელ საზოგადოებას ხაზგასმით განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ შენობაში განთავსდებიან თბილისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლები,რომლებიც თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის არასათანადო სამუშაო პირობებში იმყოფებიან. ამას გარდა, ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება. ასევე, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურის ახალი პროექტის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობას განაგრძობს, რათა ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე. მოვუწოდებთ ხსენებულ მედიასაშუალებას, უარყოს მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია." - აღნიშულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)