|
2022-02-18 14:26:42, 851 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს [ვიდეო]
მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მოქალაქის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი შატილის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრა. ამ დროისთვის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ქალბატონს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)