|
2022-02-17 15:13:50, 657 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ვარკეთილის დასახლებაში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები 300 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სატრანსპორტო კუნძულები მოეწყობა, გაფართოვდება საფეხმავლო ბილიკები, ხოლო მოედნის ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც დასახლებაში საკმაოდ დატვირთული და მოძრავია, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)