|
2022-02-17 10:27:27, 736 ნახვა
საზოგადოება
ჯაბა სირბილაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან კობა კობალაძესთან შეხვედრა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დევნილი ვეტერანების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და ქვეყნის წინაშე მათ განსაკუთრებულ დამსახურებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. "სააგენტო დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანი დევნილები განსახლდებიან. მხარეები მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)