01:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 20:43:38, 650 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „ნაცმოძრაობა“ რუსთავში კანდიდატს არ წარადგენს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ რუსთავში მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

მისი თქმით, „ენმ“ რუსთავში თავის კანდიდატს არ წარადგენს.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ბადრი ჯაფარიძესათვის მანდატის ჩამორთმევა კი ქურდობის ტოლფასი იყო, რათა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძლიერად წარმოდგენილი არ იყოს.

„ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან. ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics