|
2022-02-16 12:32:57, 871 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელებს - ვერავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი დაცვა
დღეს, 16 თებერვალს უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ზელენსკი აღიშნავს, უკრაინელებმა ერთად უნდა დაიცვან საკუთარი სამშობლო, სახლი, რადგან მისივე თქმით, უკრაინა არავის შეუყვარდება ისე, როგორც თავად უკრაინელებს. „დიდი ქვეყნის, დიდო ხალხო! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, ნიჭის, ცოსნის, ენების, რელიგიების, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი სურვილი - ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ სურვილის უფლება, რადგან სახლში ვართ, ვართ უკრაინაში და არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ მოსახლეობას.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)