20:17 - 26 Jul, 2026
|
2022-02-16 12:22:13, 1082 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს. 53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მანამდე, მას ცხინვალის ე.წ. ციხეში ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული. გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)