20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 16:00:14, 958 ნახვა

მსოფლიო
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერის მიზნით, უკრაინას ეწვევიან

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინაში ჩასასვლელად ემზადებიან.

ვიზიტში სავარაუდოდ, მონაწილეობას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

„ჩვენ წინასწარ მოვილაპარაკეთ ჩვენ კოლეგებთან ბალტიის ქვეყნებიდან და ჯერჯერობით დადასტურდა უახლოეს ხანში ჩვენი შესაძლო ვიზიტი", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავს ერთობლივ ვიზიტის დასავლეთის ქვეყნების სხვა მინისტრებიც თუ შეუერთდებიან, რუსეთის მიმართ "ძალიან ძლიერი სიგნალი" იქნებოდა იქნებოდა. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშვნით, ამგვარი "პოლიტიკური ფარი" დასავლეთს დროის მოგების საშუალებას მისცემდა და თუკი, კრემლი მართლაც გეგმავს უკრაინაში შეჭრას, რუსეთის თავდასხმის გადადებაც მოხერხდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics