|
2022-02-14 10:29:41, 789 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. "ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. " - ნათქვამია ინფორმაციაში. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)