19:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 11:23:16, 1007 ნახვა

მსოფლიო
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს

რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ წყარომ განუცხადა.

„უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოების წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს“, - უყვება წყარო სააგენტოს.

გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, რუსეთის ნაბიჯი მიგვითითებს, რომ „მოსკოვმა გადაწყვიტა იგივე გზით წავიდეს“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. გარდა შტატებისა, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics