18:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 09:32:33, 927 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდა შტატებისა, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია მოუწოდებენ. რაც შეეხება ლატვიას, ქვეყანამ არსებული ვითარება უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი უწოდა.

აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას ურჩევენ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics