|
2022-02-09 10:17:11, 622 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ევროპის რეგიონალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ევროპის რეგიონალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დასაქმების მიმართულებით. „თამარ ბარკალაიამ აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული და ყველა შეძლებს ჩაერთოს განვითარების პროცესში. სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში გაეროს ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და სხვადასხვა ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)