|
2022-02-08 11:36:06, 594 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტოს GMP ინსპექტორებს დანიური კომპანია ამზადებს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობითი ცენტრის, „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების შესახებ ისაუბრეს. „ფარმაკონის“ ექსპერტების მიერ შემუშავებულია 3 მოდულიანი კურსი, რომელიც GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს. პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული იანვარში, დისტანციურად მიმდინარეობდა. ხვალიდან კი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაიწყება, რისთვისაც „ფარმაკონის“ ექსპერტები საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ. დანიელ ექსპერტებთან შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა. GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)