03:14 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 11:32:00, 718 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, ანნა ჩერნიშოვასთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს, რომლის განხორციელებაშიც გაეროს განვითარების პროგრამამ სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა.

მინისტრის მოადგილემ ანა ჩერნიშოვას გააცნო სამინისტროს სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს უწყების საქმიანობის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ანა ჩერნიშოვას და გაეროს განვითარების პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics