00:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 20:37:25, 656 ნახვა

საზოგადოება
გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის სახლში შეიჭრნენ - დაწყებულია გამოძიება

ჟურნალისტი გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის, ხათუნა ჩხაიძის სახლში შეიჭრნენ.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით უცნობია სახლში რას ეძებდნენ. ამბავს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

უკანასკნელი ცნობებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სახლიდან კი, დაკარგული არაფერია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია, რომ 27 იანვარს, ტელეკომპანია „ფორმულა“-ზე ვახო სანაიას ეთერში, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ოქროს მოწმემ, კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics