03:14 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 17:11:46, 975 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - კომისიის შექმნა პარლამენტის უფლებამოსილებაა, სააკაშვილის მიმართ სათანადო მოპყრობა უნდა განხორციელდეს

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, სააკაშვილის მიმართ  სათანადო მოპყრობა უნდა განხორციელდეს და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მოხდეს.

"მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები კომისიის შექმნის და ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება მართლმსაჯულებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საჩივარი გააგზავნა ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას. ჩვენი პოზიციაა, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, მოხდეს სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, თუ ამის საჭიროებაა და ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპით",- აცხადებს კელი დეგნანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics