04:12 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 11:42:35, 887 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. - ამის შესახებ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას' წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონი ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა ახალ ფორმატში და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.' განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელშიც რუსული აგრესიის ფონზე დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და იქმნება ახალი კავშირი, რომელშიც დეპუტატის აზრით საქართველოსაც აქვს გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა 'ქართული ოცნების' უმოქმედობა ამ ყველაფერს ხელს შეუშლის.

,,საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ახალი შესაძლებლობა.'- თქვა ბოკუჩავამ.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics