|
2022-02-05 11:24:10, 680 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან შეხვედრა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცლებს. წყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სტრუქტურული რეფორმისა და საკადრო რესურსის გაზრდის კუთხით განხორციელებული პოზიტიური სიახლეები, რომლებიც თავშესაფრის პროცედურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი - „საზღვრის და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG). პროექტი 2022-2023 წლებში განხორციელდება და სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს რიგ აქტივობებს, თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)