|
2022-02-03 23:41:31, 899 ნახვა
პოლიტიკა
ანდჟეი დუდა უკრაინაზე – ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე - მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, უკრაინის საკითხზე მას ჰქონდა შეხვედრები სხვასხვა ქვეყნების პრეზიდენტთებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაერთოს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და ეს შეხვედრები გაგრძელდება. „მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი ცოდნაა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე დ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განხორციელდება კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე ასევე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, რადგან საქართველო ზუსტად არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)