|
2022-02-03 23:37:53, 966 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი სომხეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს სომხეთის პოლიციის ჯარები, სამხედრო ნაწილების შეიარაღება, სპეციალური საშუალებები, ჯავშანტექნიკა და საპოლიციო მანქანები. სომეხმა სამართალდამცველებმა ქართველი სტუმრებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სიმულაციური ვარჯიში გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა წარმოადგინეს საბრძოლო ტაქტიკის პრაქტიკული ელემენტები და განახორციელეს ტერორისტული ჯგუფის განეიტრალების ოპერაციის იმიტაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ასევე იმყოფებოდა კომპლექს „წიწერნაკაბერდში", სადაც 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან - ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსთან - ვაჰე ღაზარიანთან.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)