|
2022-02-03 15:06:50, 847 ნახვა
საზოგადოება
სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს „თელასმა" და „თელმიკომ" დავალიანების შესახებ მონაცემები
დღეიდან კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად დაურიცხეს კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს. - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიამ მიიღო. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს. "მარეგულირებელ კომისიაში შემოვიდა განცხადებები, მომხმარებელთა პრეტენზიები დარიცხვასთან დაკავშირებით და ასევე, სოციალურ ქსელებში მაღალია უკმაყოფილება. მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და დღევანდელ სხდომაზე გადაუდებელი წესით იქნა წარმოდგენილი საკითხი ორივე კომპანიის გასვლითი შემოწმების თაობაზე. 1-თვიანი ვადა ავიღოთ და დავიტოვებთ უფლებას, რომ თუ თვის ვადაში ჯგუფი ვერ დაასრულებს შემოწმებას, გავუგრძელოთ ვადა, თუმცა ვავალებთ ჯგუფს, რომ 1 თვის განმავლობაში მაქსიმალურად დავასრულოთ შესაბამისი შემოწმება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)