15:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 10:04:08, 939 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – აშშ–ის ძალების ევროპაში გადაყვანა მტკიცებულებაა, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს

აშშ–ის მიერ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგება ნიშნავს, რომ აშშ აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას ევროპაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნა ადასტურებს რუსეთის მხრიდან შეშფოთების მართებულობას.

„აშშ რეალურად აგრძელებს დაძაბულობის გამყარებას ევროპაში“, – განუცხადა დიმირი პესკოვმა CNN-ის ჟურნალისტს.

მისივე თქმით, აშშ–ის ძალების ევროპაში გადაყვანა „საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს“.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში დამატებით ჯარებს გაგზავნის ად აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროებას უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics