|
2022-02-02 16:50:06, 737 ნახვა
საზოგადოება
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვებინარი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის ფარგლებში, ვებინარი გაიმართა. შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება საქართველოში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იუწყება. „საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს ძალიან ღირებულ ეკოსისტემას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს ისეთ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ მომსახურებებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ღვარცოფებისა და გვალვებისგან დაცვა, კლიმატის ცვლილების რეგულირება, წყალმარეგულირებელი ფუნქცია, რის გამოც ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა. „შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ახალგაზრდებს ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირებულებისა და მისი სარგებლობის შესახებ ესაუბრნენ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს უნიკალურ ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)