05:56 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 12:52:27, 498 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ინსტიტუტის გაუქმებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზა-ლიბერალიზაციის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორის სამსახურის როგორც როლი, ასევე მუშაობა, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ წლმადე ზუსტად  მოხდა ნაჩქარევად ამ კანონის მიღება და არ იყო ინკლუზიური ჩართვა სხვადასხვა მონაწილეებს ამ პროცესში. ჩვენ დაინტერესებულები ვართ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზა-ლიბერალიზაციის. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება,“- ამბობს ელჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics