05:55 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 15:48:26, 566 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია და ტაქიკარდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ტაქიკარდია და ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. 

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრეა. 

„მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics