04:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 16:13:54, 782 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ორივე პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, რითიც სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. კახა ბაკაშვილის ადვოკატი მის 10 000-ლარიანი, ბუკრი ბაქრაძის ადვოკატი კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

ბრალდებული პოლიციელები დანაშაულს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი სცემს მეტროში არასრუწლოვან, შშმ პირს. აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics