04:28 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 12:32:53, 928 ნახვა

სამართალი
შშმ პირის ცემის ფაქტის თვითმხილველი - ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, ამის გამო პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა

პოლიციელის მიერ ისნის მეტროში შშმ პირის ცემის ფაქტის თვითმხილველი მომხდარ ფაქტს იხსენებს.

მისი თქმით, სამართალდამცველმა არასრულწლოვანი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომის გამო სცემა. 

„ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის გამოც ხელით და წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა. როცა ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა „ალაპარაკება“ თავადაც ნახეთ.

რასაც ვუყურებ, ამ სისტემის გამო ახალგაზრდებს უკვე ეშინიათ გარეთ გამოსვლის, სისტემა არის დასანგრევი“, - განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics